ანა სუბელიანი: პასუხები არ მაქვს, ვარ სრულ საინფორმაციო ვაკუუმში
რუსთაველის გამზირზე მოძრაობა „ თეთრი ხმაურის“ მიერ გამართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ანა სუბელიანი, ფეისბუქის პირად გვერდზე, აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით, პოსტს აქვეყნებს.
„უამრავი ადამიანი მეკითხება იმის შესახებ, თუ რა სიახლეებია. კითხვებს მისვამს მედია. მეც ვგრძნობ ამ ყველაფერზე უდიდეს პასუხისმგებლობას, რადგან სხვა ადამიანებთან ერთად, ვიყავი ამ პროცესის სათავეში. მაგრამ პასუხები არ მაქვს! ვარ სრულ საინფორმაციო ვაკუუმში. გახარიასთან შეხვედრაზე, როგორც სხვა პირები მეუბნებიან, შსს-ს წარმომადგენლებს უთქვამთ, რომ ანა სუბელიანი არ უნდა შესულიყო ამ შეხვედრაზე. იმის შემდეგ მუდმივად ვცდილობ პროცესებში ჩართვას, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მეძლევა. მეც თქვენთან ერთად ველოდები ინფორმაციას, ველოდები გამჭვირვალობას!“, – წერს სუბელიანი.