სოფიო ქაცარავა რიჩარდ დიუდნის შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებზე კარგი მმართველობის ფონდის დირექტორს რიჩარდ დიუდნის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს კავშირებზე, პოლიტიკური, ეკონომიკური და საგანმანათლებლო სფეროში მხარდაჭერაზე, კარგი მმართველობის ფონდის პროექტებსა და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს, როგორიცაა საპარლამენტო ზედამხედველობა და პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერება.

„ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების მიუხედევად, ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული გზით ვითარდება, გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკური ხედვა და მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, რაც საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას გულისხმობს”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

მხარეებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარების პროცესს უფრო დინამიურსა და ნათელს ხდის.

სოფიო ქაცარავამ მადლობა გადაუხადა რიჩარდ დიუდნის კარგი მმართველობის ფონდის (GGF) მხარდაჭერისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები