დავით მათიკაშვილი: რადიკალები ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველომ პროგრესის გზით არ იაროს
რადიკალები ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველომ პროგრესის გზით არ იაროს, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ნარკოპოლიტიკისადმი გამკაცრებულ მიდგომებზე და ამ საკითხის მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულებაზე საუბრისას განაცხადა.
„ოპოზიციას არაფერი მოსწონს, რაც საზოგადოებისთვის არის კარგი. რადიკალები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ პროგრესის გზით არ იაროს. თუკი ისინი არ არიან ხელისუფლებაში, წყალსაც წაუღია საქართველო“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.