ტრამპი: დღევანდელი სატელეფონო საუბარი პუტინთან ძალიან კარგი და პროდუქტიული იყო – პროცესი სრულად ამოქმედებულია და იმედია, კაცობრიობისთვის საქმეს ბოლომდე მივიყვანთ!

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გამართულ სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

მისი თქმით, დღევანდელი სატელეფონო საუბარი ძალიან კარგი და პროდუქტიული იყო.

„ჩემი დღევანდელი სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ძალიან კარგი და პროდუქტიული იყო. ჩვენ შევთანხმდით დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე ყველა ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ ობიექტზე, იმ გაგებით, რომ სწრაფად ვიმუშავებთ ცეცხლის სრულად შეწყვეტისთვის და, საბოლოოდ, რუსეთსა და უკრაინას შორის ამ საშინელი ომის დასრულებაზე. ეს ომი არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი! განვიხილეთ სამშვიდობო ხელშეკრულების მრავალი ელემენტი, მათ შორის ის ფაქტი, რომ ათასობით ჯარისკაცი იღუპება და პრეზიდენტ პუტინსაც და პრეზიდენტ ზელენსკისაც სურთ მისი დასრულება. ეს პროცესი ახლა სრულად ამოქმედებულია და ჩვენ, იმედია, კაცობრიობისთვის საქმეს ბოლომდე მივიყვანთ!“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები