ირაკლი კობახიძე პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, 15-16 მაისს სტამბულში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილ პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

ირაკლი კობახიძე დამსწრეებს სიტყვით მიმართავს და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის მომავლის ფორმირებაში პარლამენტების როლზე ისაუბრებს.

სამიტის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი ასაფ ჰაჯიევი, თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და ალბანეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე გრამოზ რუჩი და  თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ისმაილ კახრამანი  მიმართავენ.

სამიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  შეხვედრებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე ოგტაი ასადოვთან, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრიან კანდუსთან, თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ისმაილ კარამანთან,  საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარე ნიკოლაოს ვოტსისთან და ალბანეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე გრამოზ რუჩისთან გამართავს.

ღონისძიების ფარგლებში, BSEC-ის წევრი სახელმწიფოების პარლამენტების სპიკერები,  PABSEC-ის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას მიიღებენ.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში დეპუტატები: ოთარ დანელია და რამაზ ნიკოლაიშვილი, ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები