„კავკასიურ სახლში“ ნაბილ აბუ ზურკათეინის პოეზიის საღამო გაიმართება

16 მაისს, 18:30 საათზე,  „კავკასიურ სახლში“ ნაბილ აბუ ზურკათეინის (ეგვიპტე) პოეზიის საღამო გაიმართება. მოდერატორი გიორგი ლობჟანიძე. ენა: არაბული/ქართული.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საღამო თბილისის ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში გაიმართება.
ნაბილ აბუ ზურკათეინი დაიბადა 1956 წელს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, ზემო ეგვიპტის (საყიდის) ერთ პატარა სოფელში. თითქმის ყველა მთავარ არაბულ ქვეყანაში გამოსცა ლექსების მრავალი კრებული, რომელიც დადებითად
შეაფასა არაბულმა სალიტერატურო კრიტიკამ.
ამ კრებულებიდან აღსანიშნავია: ,,ზღვა ჰალსტუხს არ იკეთებს“ (ლიბანი. 2016), ,,ბრმა ნაყოფი: ხე პირველია, რომელმაც დაინახა“ (ლიბანი, ბეირუთი. 2016) ,,სიკვდილთან მე არაფერი მესაქმება“ (ლიბანი.
2001), ,,ამ სხეულის სურათხატები“ (ლიბანი. 1998), ,,მასშია დასასრული“ (ლიბანი. 1995), ,,ბრმა ხის ფრთები“ (არაბთა გაერთიანებული საემიროები. 1993), ,,და ღამის დასასრულიც“ (ეგვიპტე. 1993), ,,ცეკვა სუდარაზე“ (ეგვიპტე. 1993).
არაბულ სამყაროში მის აღიარებას მოწმობს ისიც, რომ ნაბილ აბუ ზურკათეინი მონაწილეობდა თითქმის ყველა არაბული ქვეყნის ლიტერატურულ ფესტივალში, დღემდე მას უმართავენ საგანგებო პოეტურ საღამოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები