ვარლამ ლიპარტელიანმა  თინათინ რუხაძესთან   ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა

,,Ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა, ვარლამ ლიპარტელიანმა კულტურის მინისტრთან,  თინათინ რუხაძესთან   ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა.

ვარლამ ლიპარტელიანმა მინისტრს ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ რეგიონებში გამართული შეხვედრების შედეგები გააცნო.

აღინიშნა, რომ ადგილობრივ მოსახლეობაში დიდია ინტერესი ქართული თეატრის მიმართ.

მინისტრმა ხელოვნების პოპულარიზაციის კუთხით მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე ისაუბრა და ახალგაზრდულ ორგანიზაციას ინიციატივის აღსრულებაში სრული მხარდაჭერა დაუდასტურა.

Ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, უკვე დაგეგმილია ზაფხულის სეზონზე, ქართული სახელმწიფო თეატრალური დასების გასტროლი დასავლეთ საქართველოში.

დღეს Სამუშაო შეხვედრას სამინისტროს კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – თათა სვანიძე და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრი – დავით ბოდაველი დაესწრნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები