გიორგი ჩოგოვაძე: პირდაპირი თუ ირიბი ფორმით, ნარკოტიკების პროპაგანდა დაუშვებელია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი პირდაპირი თუ ირიბი ფორმით პროპაგანდა ნარკოტიკებისა და ყველაფერი იმისა, რაც ახალისებს და, შესაბამისად, ზრდის ნარკოტიკების მოხმარებას საქართველოში, დაუშვებელია.
შესაბამის პოსტს ჩოგოვაძე ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს.
„ამ დილით ჩემს შვილთან საუბარმა მიბიძგა, რომ ვთქვა: 1. არა ნარკოტიკს! იმისდა მიუხედავად, როგორ ,,შევამსუბუქებთ”, ყველანაირი ნარკოტიკი (საკლუბო, მსუბუქი, და ა.შ.) არის ნარკოტიკი და, შესაბამისად, დამაზიანებელი/დამღუპველი! 2. არა ნარკოტიკის პროპაგანდას! დაუშვებელია ნებისმიერი პირდაპირი თუ ირიბი ფორმით პროპაგანდა ნარკოტიკებისა და ყველაფერი იმისა, რაც ახალისებს და, შესაბამისად, ზრდის ნარკოტიკების მოხმარებას საქართველოში. 3. გულითადი თხოვნა ჩემს დებთან და ძმებთან: როდესაც ვინმეს მოუყვებით ,,მსუბუქი,” ნარკოტიკების ქვეშ როგორი ,,სასწაული,” დრო ატარეთ ბერლინის თუ თბილისის კლუბებში, მიმოიხედეთ ვინმე ახალგაზრდა ან ბავშვი ხომ არ გისმენთ და გიყურებთ?“, – წერს ჩოგოვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები