„ორი გვამიდან“ გუშინდელ დღემდე ისე მოვედით, რომ ევოლუცია და თანდათანობითი პროგრესი ძალიან სწრაფად გავიარეთ”

„ორი გვამიდან“ ჩვენ მოვედით გუშინდელ დღემდე ისე, რომ ევოლუცია და თანდათანობითი პროგრესი ძალიან სწრაფად გავიარეთ. გუშინ ჩვენ ვნახეთ კლასიკური მაგალითი, როდესაც ერთდროულად და თანაბრად მაღალი ხარისხით იყო დაცული როგორც თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოება და მათი ინტერესები, ასევე ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილურობის იმპერატიული ინტერესი”,-ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ვახტან შაქარიშვილი სოციალურ ქსელში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. როგორც ის აღნიშნავს, “ქართული ოცნების” მთავარი მონაპოვარი სწორედ თავისუფლებაა.
“ორი გვამიდან – დემოკრატიის კლასიკურ გამოხატულებამდე.
თუ მკითხავდნენ რა არის „ქართული ოცნების“ უმთავრესი მონაპოვარი, ერთი სიტყვით ვუპასუხებდი, რომ ეს არის თავისუფლება. (ალბათ ორიგინალურიც არ ვიქნებოდი) რამდენადაც მარტივად, ბანალურად ან თითქოსდა გაცვეთილად არ უნდა ჟღერდეს ეს შედეგი, თუ გავაანალიზებთ და დავინახავთ პრიზმაში რომელიც რამდენიმე წლით უკანაც გაგვახედებს, აუცილებლად ვიგრძნობთ მის მნიშვნელობას. კონტექსტიდან მოწყვეტით შეუძლებელია გუშინდელი მოვლენების შეფასება, რადგან ეს რეალობა თავისით არ დამდგარა.
ეს არის თვისებრივი, რევოლუციური მნიშვნელობის ტრანსფორმაცია რომელიც გონივრულ ვადებზე გაცილებით მალე განვიცადეთ. „ორი გვამიდან“ ჩვენ მოვედით გუშინდელ დღემდე ისე, რომ ევოლუცია და თანდათანობითი პროგრესი ძალიან სწრაფად გავიარეთ. გუშინ ჩვენ ვნახეთ კლასიკური მაგალითი, როდესაც ერთდროულად და თანაბრად მაღალი ხარისხით იყო დაცული როგორც თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოება და მათი ინტერესები, ასევე ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილურობის იმპერატიული ინტერესი.
მმართველობის ფორმიდან, სადაც არალეგიტიმური ძალაუფლება იყო შეუზღუდავი, მივედით ეტაპზე, როდესაც ხელისუფლება და ლეგიტიმური ძალაუფლება არის ლიმიტირებული, ანუ ის არ არის ყველგან და არ არის უსაზღვრო.
აქვე უნდა ითქვას, რომ შედეგის შეფასებაში გვეხმარება და მნიშვნელოვანი ინდიკატორია კოლექტიური რუსთავი 2-ის რეაქცია, რომელიც გამოიხატა დიდ იმედგაცრუებაში, რადგან ისინი დესტაბილიზაციას და მათი დაჩირქებული პოლიტიკური მიზნებისთვის ხელსაყრელი ნიადაგის შექმნას ელოდებოდნენ.
მინდა ამ შედეგისთვის მადლობა გადავუხადო თითოეულ აქტორს, ვისი დამსახურებაც არის და მინდა მადლობა ვუთხრა ერთ პოლიციელს, რომელიც ერთი ადამიანის უსაფრთხოებას იცავდა!
ვნახე და მოვისმინე საზოგადოებრივი აზრი რომელიც ცალსახად პოზიტიურია, ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს, დარწმუნებული ვარ ეს მოგვიტანს ყველა დანარჩენ სიკეთესაც, რაც ეკონომიკურ განვითარებას და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას გულისხმობს და აღმოიფხვრება ის დისბალანსი, რაც დემოკრატიის ხარისხსა და ეკონომიკურ განვითარებას შორის გაჩნდა”,-წერს ვახტან შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები