“დეკრიმინალიზაცია ის მაქსიმუმია, რა მიმართულებითაც უნდა გადაიდგას ნაბიჯი”

დეკრიმინალიზაცია ის მაქსიმუმია, რა მიმართულებითაც უნდა გადაიდგას ნაბიჯი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” დეპუტატმა ლევან კობერიძემ განუცხადა.
როგორც კობერიძემ განაცხადა, აბსურდულია ნარკოტიკების დაყოფა მძიმე, მსუბუქ, კლუბურ და არაკლუბურ ნარკოტიკებად.
“ის, თუ როგორი უნდა იყოს ნარკოპოლიტიკა საქართველოში, ჩვენი ხედვა სრულად არის ასახული კანონპროექტში, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. ვთვლი, რომ ყველა პრინციპი და პარამეტრი, რომელიც პროექტშია ასახული, პარლამენტმა უნდა მიიღოს. მსჯელობა მიდის მხოლოდ რამდენიმე საკითხზე, რაც პირადი მოხმარების დოზის ფლობას უკავშირდება. პროექტი საკმაოდ დიდი ხანია შემოტანილია და ყველას მოვუწოდებ, რომ გაგრძელდეს განხილვის პროცესი. გუნდმა ერთი თვე აიღო, რათა პოზიციები მაქსიმალურად დავუახლოვოთ და შევაჯეროთ, რის შემდეგაც პროექტს მსვლელობა უნდა მიეცეს”, – აღნიშნა ლევან კობერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები