“გუშინდელი საღამოს ვითარებისთვის მე განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა იმ პატრულის წარმომადგენლებს, რომლებიც იქ იდგნენ და ასრულებდნენ საკუთარ მისიას”

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ჩვენ ვნახეთ როგორც პოლიტიკური, ისე ადმინისტრაციული ქმედებების სრული კრახი და შეცდომების მთელი წყება, რომელიც დაიწყო სპეცოპერაციით.
“როგორ შეიძლება ჩვენ მოვახერხოთ, რომ რამდენიმე საათში მივიდეთ სამოქალაქო დაპირისპირების ასეთ ზენიტამდე, ეს დღემდე კითხვად რჩება და ბუნებრივია, მათ სჭირდებათ ძალიან პირდაპირი პასუხები – როგორ შეიძლება რამდენიმე საათში სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე აღმოვჩნდით”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენი მიზანი იყო და რჩება, რომ შევინარჩუნოთ ერთდროულად სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და ამავე დროს, მოვახერხოთ და შევინარჩუნოთ წესრიგი, როგორც დედაქალაქის ქუჩებში, ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესში.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, აქციის დაწყების პირველივე წუთებიდან იმყოფებოდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები ადგილზე და ფაქტობრივად, 24 საათიან რეჟიმში აკვირდებოდნენ აქციის მსვლელობას და ნათლად უსვამდნენ ხაზს იმას, რომ მთავარი მიზანი იყო არ მომხდარიყო სიტუაციის გართულება და ესკალაცია;
გუშინდელი საღამოს ვითარებისთვის მე განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა იმ პატრულის წარმომადგენლებს, რომლებიც იქ იდგნენ და ასრულებდნენ საკუთარ მისიას – არ მომხდარიყო დაპირისპირება ორ აქციას შორის და მადლობა გადავუხადო იმ მძიმე სამუშაოსათვის, რომელიც მათ ევალებოდათ და შეასრულეს”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები