განათლების მინისტრი აქციის მონაწილეებს მიმართავს – „დიალოგისთვის მზად ვართ“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მიმართავს.

„ჩვენი ხელისუფლებისათვის საზოგადოების ნებისმიერი, დიდი თუ მცირე ნაწილის ინტერესები მნიშვნელოვანია და ყველა მათგანთან დიალოგისთვის მზად ვართ. მე, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩვენი ახალგაზრდობის ხედვებისა და პოზიციების უკეთ გაცნობას და ამის მზადყოფნას გამოვხატავ.
თითოეულ მოქალაქეს ეძლევა საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლება და როგორც პრემიერმა განაცხადა, სახელმწიფო ძალისხმევას არ იშურებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად.
ამავდროულად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, არ დაუშვას დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩვა. ეს მთელი საზოგადოების მოთხოვნა და ინტერესია და ბუნებრივია, ხელისუფლება ამის შესაბამისად იმოქმედებს. იმედი გვაქვს, პირველ რიგში თავად დაპირისპირებულ მხარეებს ეყოფათ გონიერება, არ დაუშვან სიტუაციის გამწვავება.
მიმაჩნია, რომ საჭიროა ყველას ერთობლივი ძალისხმევა, რათა აზრთა სხვადასხვაობამ შედეგზე ორიენტირებული კონსტრუქციული თანამშრომლობის ფორმა მიიღოს და ამისკენ მოვუწოდებ ყველა ჯგუფს“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები