„სპეცრაზმელები მართლა ძალიან დიდხანს ითმენდნენ გინებას“ – რა ვიდეოს ავრცელებს 12 მაისს „ბასიანში“ მყოფი ახალგაზრდა (ვიდეო)

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი – თამარ შველიძე 12 მაისს კლუბ „ბასიანის“ ტერიტორიაზე მის მიერვე გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს და ვრცელ პოსტს აქვეყნებს. როგორც შველიძე წერს, მას და მის მეგობრებს კლუბის ტერიტორიაზე მისულმა სამართალდამცველებმა ბოდიში მოუხადეს და კორექტულად მოუწოდეს, რომ ტერიტორიის მეორე მხარეს გადასულიყვნენ. ამასთან, შველიძე აღნიშნავს, რომ სპეცრაზმელები დიდხანს ითმენდნენ ახალგაზრდების ნაწილის მხრიდან შეურაცხყოფას.

“ეს კადრები ჩემი გადაღებულია…იქ ვიყავი მთელ ჩემს სამეგობროსთან ერთად! ველოდებოდით ივენთის დაწყებას, გარეთ ვსვამდით, რადგან მთელი “ბასიანი” ღამის 1 საათზე სრულიად ცარიელი იყო… ამ დროს შემოცვივდნენ და ავიდნენ პირდაპირ ზევით, ჩვენ ჩვენს მეგობართან ჩავედით ქვევით, რომ ამოგვეყვანა. ამ დროს სპეცრაზმის თანამშრომელი მოვიდა იარაღით, მთლიანად დაფარული სახით, ბოდიში მოგვიხადა შეწუხებისთვის, გვითხრა, რომ დღევანდელი ივენთი არ შედგებოდა და გვითხრა, რომ მას გავყოლოდით გარეთ. ასეც მოვიქეცით… გარეთ უკვე პატრულის თანამშრომლები შეგვხვდნენ და გვთხოვეს, მეორე მხარეს გადავსულიყავით, რადგან გამოძიებას ხელი არ შეუშალოთო…. ძალიან წყნარად, მშვიდად და მზრუნველად იქცეოდნენ… ჩვენ შიგნით ვიყავით და შიგნიდან ასე გამოგვაცილეს….

რა ხდებოდა ამ დროს გარეთ? ადამიანები, რომლებიც მგონი საერთოდ არც არასდროს არ არიან ამ კლუბში ნამყოფი და + ადამიანები, რომლებიც ამ კლუბში მხოლოდ ნარკოტიკებისთვის და დასაქლიავებლად მიდიან, ისინი ეჯგიმებოდნენ ფორმაში ჩაცმულ, იარაღიან სპეცრაზმელებს, რომლებიც მართლა ძალიან დიდხანს უთმენდნენ ფურთხებას და გინებას! აი, ეს იყო სირცხვილი! ამდენი შეგნება რომ არ გაქვთ ! საერთოდ ხომ არ ვიცოდით, იქ რა ხდებოდა და რისთვის იყო ამდენი სამართალდამცველი ერთ ადგილას? იქნებ ვის ეძებდნენ? იქნებ ჩვენს გადასარჩენად იყვნენ? ასე შტერივით მოქცევა როგორ შეიძლებ? ყველაფრის პროტესტი არ შეიძლება ! ჩვენ აზროვნება დავკარგეთ ! ჩვენ უნდა ვიყოთ თავისუფალნი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვის უფლებებს უნდა გადავაბიჯოთ! სპეცრაზმელსაც თავის უფლებები აქვს ! მასაც თავისი მოვალეობა აქვს შესასრულებელი ! ისიც ადამიანია !ისიც ქართველია!მასაც აქვს ნერვები !………

კარგი მუსიკა კარგია !!!! “ბასიანი” ძაან მაგარია !!!! ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა პარასკევს, კლუბში კი არა, კლუბამდე უნდა ეძებოთ, საიდან მოდის ეს უბედურებები! “ბარიგას” კი არა “ბარიგამდე” ადამიანები უნდა აიყვანოთ!!! მაგრამ ეს არ ამართლებს იმ ფაქტს, რაც დღეს რუსთაველზე ხდება ! კარგად დაფიქრდით, რას ითხოვთ და რისთვის ! ან ვისთვის ! საზღვრებს მივხედოთ…. ჩვენს გმირებს მივხედოთ…..ჩვენს გაჭირვებულებს მივხედოთ….მშივრებს ….ობლებს….უსახლკაროებს….უპატრონოებს….ბავშვებს მივხედოთ!!!!!

სახელმწიფო მიხვდა, რომ ცუდად მოიქცა და ახლა მთელი ერის მაგივრად ლაპარაკს დაანებეთ თავი !!!

პ.ს. მადლობა სპეცრაზმის თანამშრომლებს, რომ პარასკევს ასეთი მშვიდები, გაწონასწორებულები და წყნარები იყვნენ“, – წერს თამარ შველიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები