ბებიის თუ კონსულტანტის შეცდომა – 5 წლის ბავშვმა “კროტი” შეჭამა

5 წლის გოგონა, რომელმაც ფოთში ქიმიური საწმენდი ნივთიერება „კროტი“ შეჭამა, ამჟამად იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში მკურნალობს.
როგორც “კვირას” სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, პაციენტი საშუალო სიმძიმისაა, გამოკვლევები უტარდება და შესაბამის მკურნალობას გადის.
5 წლის გოგონა ფოთიდან, იაშვილის სახელობის კლინიკაში რეანომობილით გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ბებიამ ექვსი წლის შვილიშვილისთვის „ბევრილი ჯგუფის“ მაღაზიაში ტკბილეული შეიძინა, თუმცა კონსულტანტს შეფუთვა შეეშალა და ქალს სადეზინფექციო ნივთიერება „კროტის“ გრანულები მიჰყიდა.
“არ ვიცი ბებიას შეეშალა თუ მაღაზიის გამყიდველს. ბავშვს ნივთიერება არ გადაუყლაპია, პირში ჩაიდო თუ არა, მთლიანად დაეწვა პირის ღრუ. ენა დანით ათლილივით აქვს“, – განუცხადა ჟურნალისტებს მოზარდის მეზობელმა.
„ბევრილ ჯგუფში“ ამბობენ, რომ შეცდომა როგორც გამყიდველის, ისე ბებიის ბრალიცაა.
„ეს ადამიანური შეცდომაა, რომელიც გამყიდველს მოუვიდა, მაგრამ ბებიაც არ დააკვირდა, რას ყიდულობდა“, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები