მიშო ტყებუჩავა უვადო შიმშილობას იწყებს-ქართველებს არ მოგატყუებინებთ თურქებო

მიშო ტყებუჩავა უვადო შიმშილობას იწყებს. მისი მოთხოვნა “სიკეთის სახლის” მშენებლობის დასრულებაა.
როგორც სოციალურ ქსელში ტყებუჩავა წერს, თურქი ბიზნესმენების დანაპირებს ორი წელია უშედეგოდ ელოდება.
“დღეიდან ვიწყებ უვადო შიმშილობას ერთადერთი მოთხოვნით – დაასრულეთ ,,სიკეთის სახლის” მშენებლობა. ორი წელია თურქი ბიზნესმენებისგან უშედეგოდ ველოდებით დანაპირების შესრულებას, რომ მალე დასრულდება ეს კეთილსობილური საქმე. რომ გვცოდნოდა ვერ აშენებდნენ სხვა მიმართულებით გავაგრძელებდით და დღეს უკვე დასრულებული იქნებოდა ეს კორპუსი. მე როცა ვერ ვახერხებდი ბათუმში ჩამოსვლას ფონდის ერთერთ დამფუძნებელს მანანა სარიშვილს სისხლი გაუშრეს მალე მალეს ძახილით და უშედეგო შეხვედრებით. ორი წელი დაგვაკარგინეს ტყუილი დაპირებებით. შეგახსენებთ, რომ ,,სიკეთის სახლში” უნდა დაბინავდეს 20 აჭარაში მცხოვრები უსახლკარო ოჯახი ვისაც მინიმუმ ერთი წევრი ყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე. აქვე იქნება სარეაბილიტაციო ცენტრები, სახელოსნოები მათ დასასაქმებლად. იმ დახმარებისთვის დიდი მადლობა რითაც დაგვეხმარნენ თურქი ბიზნესმენები, მაგრამ შეთანხმება იყო კორპუსის დასრულება. ჩვენ მათ სიტყვიერ დაპირებას ვენდეთ და ორი წელი ველოდებით უშედეგოდ გაჩერებული მშენებლობის გაგრძელებას…ვაპიარეთ სხვადასხვა ტელევიზიებით მათი კომპანიები და ესე დაუდევრად მოექცნენ ჩვენ ქვეყანას… ჩვენ მათ სიტყვას ვენდეთ და მრავალი შოუდან პირდაპირი ეთერებით მადლობებსაც ვუხდიდით…დღეს კი მიწევს უვადო შიმშილობის დაწყება, იმ ოცი ოჯახისთვის ვინც ნანატრ კერიას ელოდება …ქართველებს არ მოგატყუებინებთ თურქებო,-წერს მიშო ტყებუჩავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები