არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატურა იქნება ძალიან ღირსეული და გამარჯვების მაღალი შანსებით

„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატურა იქნება ძალიან ღირსეული და გამარჯვების მაღალი შანსებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატზე საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, დიდი სურვილია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს შერჩეული იმ კრიტერიუმებით და იმ მოლოდინების მიხედვით, რომელიც საზოგადოებას აქვს.
“საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით შიდაპარტიული კონსულტაციები უკვე დაწყებულია. „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატს დაასახელებს ივლისის ბოლოს არაუგვიანეს აგვისტოს დასაწყისში. ჩვენი კანდიდატურა იქნება ძალიან ღირსეული და გამარჯვების მაღალი შანსებით. დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევას, ვინაიდან ეს არის საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ ბოლო პირდაპირი არჩევნები, ასევე ჩვენ გვსურს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს შერჩეული იმ კრიტერიუმებით და იმ მოლოდინების მიხედვით, რომელიც საზოგადოებას აქვს”,- განაცხადა თალაკვაძემ.
ამასთან, არჩილ თალაკვაძეს არ დაუკონკრეტებია იქნება თუ არა კანდიდატი მინისტრთა კაბინეტიდან და სხვა დეტალებზე კომენტარისგან თავი შეიკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები