“ერთ-ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე პირმა შეძლო ბრალდებულისათვის იარაღის წართმევა” – მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 ივლისს, ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ორ პირს.

“მიღებული დაზიანების შედეგად, ერთ-ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე პირმა შეძლო ბრალდებულისათვის იარაღის წართმევა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები