„ფუნჯით შექმნილი მელოდიები“ – დეკორატიული გრაფიკისა და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

5 ივლისს, 17:00 საათზე, თბილისის ცენტრის ისტორიული მუზეუმის განახლებულ სივრცეში, SM Gallery-ში  გაიხსნება გამოფენა-გაყიდვა – „ფუნჯით შექმნილი მელოდიები“.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვარ დეკორატორ მეგი გვენეტაძის და მისი შემოქმედებითი სახელოსნოს მოყვარული ხელოვანების ნამუშევრები.
მეგი გვენეტაძე და 16 ავტორი – ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული პროფესია აქვთ, თუმცა თავის ამბავს ჰყვებიან თავისივე ნამუშევრებით. თითოეული ტილო და ხელნაკეთი დეკორი გამოხატავს ავტორების შინაგან სამყაროს, ემოციებსა და ლამაზ მელოდიას, სწორედ აქედან გაჩნდა გამოფენის სახელწოდებაც.
5 და 6 ივლისს გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება: ფერწერული ტილოები და სხვადასხვა ტექნიკით შექმნილი დეკორატიული ხელოვნების ნიმუშები.
ადგილი: თბილისი, გ. ტაბიძის N20; სმირნოვების მუზეუმი, SM Gallery.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები