ლიანა ისაკაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საორკესტრო საკრავების საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია

წელს ქუთაისში დაარსდა დიდი ქართველი მევიოლინის – ლიანა ისაკაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საორკესტრო საკრავების საერთაშორისო კონკურსი.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ინფორმაციით, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში გაიმარჯვეს  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებმა და ასევე მანანა დოიჯაშვილის სახელობის სამუსიკო სემინარიის მოსწავლეებმა.
„გ” კატეგორიაში კონსერვატორიის სტუდენტებმა შემდეგი შედეგი აჩვენეს:
თამარ დარასელია – I ადგილი (ფლეიტა), მერი ჟვანიას კლასი, კონცერტმაისტერი თამარ კანდელაკი.
გიორგი შენგელია – I ადგილი (საყვირი) პედაგოგი – დავით შამანაური, კონცერტმაისტერი ნინო მაისურაძე.
ლევან გოცირიძე – II ადგილი (ფაგოტი) პედაგოგი მურთაზ მაწკეპლაძე, კონცერტმაისტერი ნინო მაისურაძე.
კონკურსზე ლეო შიუკაშვილის სახელობის საუკეთესო პედაგოგის ჯილდო მერი ჟვანიას გადაეცა, რომლის
ყველა მოსწავლემ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში უმაღლესი შეფასება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები