ლონდონში ქართული ფილმების ფესტივალი დაიხურა

ლონდონში ქართული ფილმების ფესტივალი ანა ურუშაძის დებიუტით “საშიში დედა” დაიხურა. ჩვენების შემდეგ რეჟისორი მაყურებელს შეხვდა და დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
ასევე გაიმართა ქართული დოკუმენტრი ფილმის “როცა დედამიწა მსუბუქია” ჩვენება.
ფესტივალის დახურვაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ელჩი გაერთიანებულ სამეფოში – თამარ ბერუჩაშვილი. ქართული კინოს დღეები ლონდონში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს მიეძღვნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები