თბილისის მე-4 საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს ვიქტორ ეროფეევი ესტუმრება

14-19 მაისის ჩათვლით, თბილისის მე-4 საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს ვიქტორ ეროფეევი ესტუმრება.
როგორც „კვირას“ გამომცემლობა „ინტელექტიდან“ აცნობეს, ძალიან მალე ქართველი მკითხველს საშუალება ექნება, გაეცნოს ვიქტორ ეროფეევის რომანს – „მამაჩემი. კარგი სტალინი“.
დიქტატორის ხელქვეითის შვილის თვალით დანახული სტალინი, საბჭოთა კავშირი და დასავლური სამყარო. მწერალმა რომანი მიუძღვნა მამას, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი ხალხთა ბელადის ჩრდილქვეშ გაატარა.
სამშობლო რუსეთი, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, დიპლომატი მამა, ცხოვრება იმდროინდელ საფრანგეთში, საიდანაც ყველაზე კარგად ჩანდა საბჭოთა სისტემის სიამენი და „კარგი“ სტალინი. დაბრუნება სამშობლოში, უფრო ახლოს ავტორიტარიზმთან და დიდი აფეთქება – ბრძოლა ცენზურის წინააღმდეგ.
ვიქტორ ეროფეევის შემოქმედებას 1988 წლამდე საბჭოთა კავშირში არ ბეჭდავდნენ, თუმცა ის სულ უფრო პოპულარული ხდებოდა ევროპაში. იგი დღემდე კრიტიკულადაა განწყობილი რუსი ხალხისა და საზოგადოებისადმი – „პრობლემა პუტინი კი არა, რუსი ხალხის ცნობიერებაა“.
რომანი ოც ენაზეა თარგმნილი. რუსულიდან თარგმნა ანზორ აბჟანდაძემ;  რედაქტორები – ვახტანგ ბახტაძე, თამარ ლონდარიძე;
დამკაბადონებელი – ვლადიმერ პერანიძე; გარეკანის დიზაინერი – თეონა ჭანიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები