ოპერის თეატრში იგორ სტრავინსკის „კურთხეული გაზაფხული“ შესრულდება
15 მაისს, 20:00 საათზე, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი, ოპერისა და ბალეტის თეატრში საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტს წარამოადგენს. დირიჟორი კახი სოლომნიშვილი.
პროგრამაშია იგორ სტრავინსკის „კურთხეული გაზაფხული“ და ნიკოლოზ რაჭველის სიმფონიური თხზულება, რომელიც პირველად შესრულდება საქართველოში.
კონცერტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო; პარტნიორი: ხელოვანთა კავშირი „კონცეპტ-არტი“.