რუსეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პუტინმა კვლავ დიმიტრი მედვედევი წარადგინა

დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიემრ პუტინმა სახელმწიფო დუმაში პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა წარადგინა. როგორც ყველა ელოდა, ვლადიმერ პუტინმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დიმიტრი მედვედევი დაასახელა.
პუტინმა, პარლამენტს, დიმიტრი მედვედევის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დასანიშნად, თანხმობა სთხოვა. შესაბამისი ბრძანება ზუსტად 2 საათში მომზადდა. ეს ჯერ კიდევ პუტინის ინაუგურაციის ცენერემონიალის დაწყებამდე მოხდა.
სახელმწიფო დუმა, მედვედევის კანდიდატურას 8 მაისს, რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს.
ანალოგიური სიტუაცია 2012 წელსაც შეიქმნა. მაშინ პუტინმა მედვედევის კანდიდატურა ინუგურაციიდან 2 საათის შემდეგ წარადგინა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები