საუდის არაბეთმა იემენი დაბომბა

საუდის არაბეთის კოალიციურმა ძალებმა იემენში მორიგი საჰაერო იერიში მიიტანეს. არსებული ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად, პრეზიდენტის სასახლის შენობა დაზიანდა, არიან დაშავებულებიც.
თვითმხილველების განცხადებით, საუდის არაბეთის კოალიციური ძალების ავიაციამ, იემენში მდებარე პრეზიდენტის სასახლეზე და მის შემოგარენზე რამდენიმე იერიში მიიტანა.
ამ ეტაპზე უცნობია, აჯანყებულთა რომელიმე ლიდერი საავიაციო დარტყმების დროს სასახლეში იმყოფებოდა, თუ არა. უკვე რამდენიმე წელია, რაც იემენის საპრეზიდენტო სასახლე ჰუსიტების აჯანყებული დაჯგუფების წევრებს უკავიათ, რომლებმაც ქვეყნის მთავრობა უკანონოდ გადააყენეს და ქვეყნის თვითგამოცხადებულ მმართველებად გამოაცხადეს თავი.
საუდის არაბეთი უკვე წლებია, რაც იემენში ჰუსიტებს ებრძვის, ქვეყნის კანონიერი გზით არჩეული პრეზიდენტის ხელისუფლებაში დასაბრუნებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები