ირანის პრეზიდენტის თქმით, თუ ამერიკა ბირთვული იარაღის შეთანხმებიდან გავა, ამ საქციელს ინანებს

ირანის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლას ინანებს ისევე, როგორც შეთანხმების ხელმომწერი სხვა მხარეები, რადგან ირანი გააფთრებით შეეწინააღმდეგება წნეხს აშშ-ის მხრიდან, თუკი ის ირანის გავლენის შეზღუდვას შეეცდება, როგორც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ისე მსოფლიოში.

ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის თქმით, ირანმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ მიისწრაფვის ბირთვული იარაღის ფლობისკენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ირანის ბირთვულმა შეთანხმებამ ვერ შეძლო ირანის მხრიდან ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობის შეზღუდვა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ევროპის ლიდერი სახელმწიფოების მმართველებს, 12 მაისამდე მისცა ვადა, ჩასწორება შეიტანონ არსებულ შეთანხმებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ტრამპი შეთანხმებას დატოვებს და ირანს სანქციებს კვლავ დაუწესებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები