დიდი ბრიტანეთი ტრამპს ურჩევს, ირანთან გაფორმებული ბირთვული შეთანხმება არ გააუქმოს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ირანთან გაფორმებული ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლისგან თავის შეკავება ურჩია. „შეთანხმებას არაერთი ნაკლი გააჩნია, თუმცა მათი ჩასწორება მარტივად მიღწევადია“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბორის ჯონსონმა.
დონალდ ტრამპის თქმით, სანამ ევროპის ლიდერები ირანის ბირთვული შეთანხმების პირობების ჩასწორებაზე მუშაობენ, ის ირანზე სანქციებს არ დააწესებს.
ბორის ჯონსონი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოფიციალური ვიზიტით, უკვე მეორე დღეა, იმყოფება. არსებული ინფორმაციით, ვიზიტის მიმდინარეობისას ჯონსონი შეეცდება, ტრამპს გადაწყვეტილება შეაცვლევინოს და ირანთან არსებული ბირთვული შეთანხმების პირობების ჩასწორება დღის წესრიგიდან მოხსნას.
ცნობილია, რომ დოლანდ ტრამპმა, შეთანხმებაში არსებული „ნაკლოვანებების“ გამოსასწორებლად, ევროპის ლიდერი სახელმწიფოების მმართველებს ვადა 12 მაისამდე მისცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები