მაკკეინის დაკრძალვაზე დონალდ ტრამპი არასასურველი სტუმარი იქნება
81 წლის ტვინის კიბოთი დაავადებული ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი აცხადებს, რომ მას არ სურს, საკუთარ დაკრძალვას, აშშ-ის პრეზიდენტი დაესწროს. ამის შესახებ ჯონ მაკკეინმა ამერიკულ მედია-საშუალებებს განუცხადა.
მაკკეინმა სურვილი გამოთქვა, რომ მის დაკრძალვაზე თეთრ სახლს დონალდ ტრამპის ნაცვლად, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, მაიკლ ვინსი წარმოადგენდეს. ამის შესახებ ჯონ მაკკეინმა New York Times და NBC-თან საუბრისას განაცხადა.
ამჟამად სენატორი მაკკეინი არიზონაშია, სადაც რთული ოპერაციის შემდეგ გამაჯანსაღებელ თერაპიას გადის.