ნიგერიაში მომხდარი თავდასხმისას 45 ადამიანი გარდაიცვალა

ნიგერიის ჩრდილოეთით მდებარე ერთ-ერთ სოფელზე თავდასხმისას, სულ მცირე, 45 ადამიანი გარდაიცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს არჩეულმა პრეზიდენტმა მუჰამადუ ბუჰარიმ ქვეყანაში არეულობებისა და ტერაქტების შეწყვეტის პირობა დადო, მასობრივი თავდასხმები და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა ქვეყანაში მაინც გრძელდება.
სამართალდამცველებისთვის ჯერ კიდევ უცნობია, თუ ვინ ან რატომ დაესხა თავს სოფელს და რა მიზნით მოკლეს უცნობებმა 45 ადამიანი.
მხარის პოლიციის კომისარმა მედიასთან აღნიშნა, რომ თავდაპირველად, 12 გვამის პოვნა მოხერხდა, რის შემდეგაც კიდევ 33 ადამიანის გვამი აღმოაჩინეს. ამ დრომდე რამდენიმე ათეულ ადამიანს კვლავ ეძებენ.
ცნობილია, რომ ნიგერიის ამ მხარეში პოლიცია უკვე 5 წელია, რაც უშედეგოდ ცდილობს კრიმინალური დაჯგუფების წევრების დაკავებას, რომლებიც უმოწყალოდ უსწორდებიან მშვიდობიან მოსახლეობას ყოველგვარი მიზეზის გარეშე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები