ლიბანის საპარლამენტო არჩევნებში ჰესბოლამ გაიმარჯვა

პირველადი მონაცემებით, ლიბანის საპარლამენტო არჩევნებში ჰესბოლას შიიტურმა გუნდმა გაიმარჯვა. შიიტები ლიბანის პარლამენტში ადგილების უმეტესობას დაიკავებენ. ეს ბოლო 9 წლის მანძილზე ქვეყანაში ჩატარებული პირველი საპარლამენტო არჩევნებია.
ლიბანში ჯერ არჩევნების საბოლოო შედეგები არ გამოცხადებულა, თუმცა, თუ მათ გამარჯვებას საარჩევნო კომისია ოფიციალურად გამოაცხადებს, ქვეყანაში დიდი ალბათობით შიიტური რეჟიმი ამოქმედდება, რაც რეგიონზე ირანის გავლენას კიდევ ერთხელ დაადასტურებს.
ჰესბოლა უკვე დიდი ხანია, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული და ისრაელის მიმართ მტრული განწყობით ხასიათდება.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას სათავეში სუნიტი პრემიერ-მინისტრი, საად ალ-ჰარარი უდგას, მას უძლიერესი ოპოზიციური ბლოკი ეყოლება საკანონმდებლო ორგანოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები