ირანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ირანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა შესახებ, სხვადასხვა სახის ინფორმაცია ვრცელდება. ირანული მედიის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების შედეგად, 82 ადამიანი დაშავდა.
ირანის ქალაქ იასუჯში მიწისძრა გვიან ღამით მოხდა.
მიწისძვრის კერა კი, მიწის ზედაპირიდან 5 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობს.
ქალაქის ადგილობრივი სასწრაფო დახმარების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საავადმყოფოში ჯერ 71, ხოლო მოგვიანებით, კიდევ 11 ადამიანი მოათავსეს.
ქალაქ იასუჯის მახლობლად, 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა ერთი კვირის წინაც მოხდა. ბიძგების შედეგად, მაშინ 135 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები