ავღანეთში ტერაქტს 13 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ხოსტის პროვინციაში, მეჩეთთან მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. ასაფეთქებელი მოწყობილობა მეჩეთში იყო დამონტაჟებული.
სამლოცველო ამავდროულად, ამომრჩეველთა რეგისტრაციის ფუნქციასაც ასრულებს. საპარლამენტო არჩევნები ავღანეთში ოქტომბერში უნდა გაიმართოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები