წვიმამ ანკარაში ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია. ნიაღვარმა თურქეთის დედაქალაქის რამდენიმე ქუჩა სრულიად პარალიზებული გახადა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ანკარას მამაკის რაიონში შეიქმნა, სადაც წყალმა 100-ზე მეტი ავტომობილი წაიღო.
ანკარის მერის, მუსტაფა თუნას განცხადებით, მსგავსი წყალდიდობა ანკარაში წარსულში არასოდეს დაფიქსირებულა.
„6 ადამიანი დაშავდა, დაღუპულები არ გვყავს. მატერიალური ზიანი კი ძალიან დიდია. ასეთი წყალდიდობა ჯერ არ მომხდარა“, – აღნიშნა ანკარის მერმა.
თურქი მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ ძლიერი წვიმა ანკარაში კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.