ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ფილიპინების სანაპიროსთან ახლოს ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამერიკის შეერთებული შტატების სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6,1 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ პანდანიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს, რომელიც დაუსახლებელი ზონაა. მიწისძვრის კერა კი მიწის ზედაპირიდან 18 კილომეტრის სიღრმეზეა დაფიქსირებული.

ამ ეტაპზე, გარდაცვლილთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები