კიევში მომხდარი აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა

კიევში, პოდოლში საცხოვრებელი სახლის ეზოში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, კიევის პოლიციაში რამდენიმე მოწმის დაკითხვისა და გამოძიების შედეგად, აცხადებენ, რომ დანაშაულის ადგილზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პირის პირადობის დამადასტურებელი საბუთია აღმოჩენილი, რომელიც გარდაცვლილს ეკუთვნოდა. დაღუპულის ბინის ჩხრეკისას, პოლიციამ ხელყუმბარები და ცეცხლსასროლი იარაღი იპოვა, კერძოდ, ყუმბარმტყორცნი.

პოლიციის ინფორმაციით, მოწმემ აღნიშნა, რომ გვიან ღამით, იმ ეზოში, სადაც აფეთქება მოხდა, უცნობი მამაკაცი შენიშნა, რომელსაც ხელში რაღაც საგანი ეჭირა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები