ტრამპი ამერიკელებს იარაღის ტარების უფლებას არ წაართმევს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის კონსტიტუციის მეორე ჩასწორება, რომელიც იარაღის შესყიდვის და ტარების უფლებას აძლევს ამერიკელებს, ხელშეუხებელი დარჩება.
სასწავლო დაწესებულებებში მომხდარი სროლების შემდეგ, იარაღის ყიდვაზე შეზღუდვების დაწესების თაობაზე კონგრესში არაერთი დებატი გაიმართა, თუმცა ამ ეტაპზე, შედეგის მიღწევა ვერ მოხერხდა. ტრამპის ინფორმაციით, იარაღის ყიდვა კვლავაც იქნება შესაძლებელი, თუმცა იარსებებს გარკვეული სქემა, თუ რა კატეგორიის მოქალაქეებისთვის იქნება ცეცხლსასროლი იარაღი ხელმისაწვდომი. ტრამპის თქმით, იარაღის ყიდვის მსურველების ბიოგრაფია დეტალურად იქნება შესწავლილი.
ტრამპმა ისიც აღნიშნა, რომ სკოლებში მასწავლებლებს იარაღის მოხმარების მინიმალური ცოდნა უნდა გააჩნდეთ და ცეცხლსასროლი იარაღიც, საჭიროების შემთხვევაში, თან უნდა იქონიონ.