22 მაისს დონალდ ტრამპი მუნ ჯაე-ინს შეხვდება

თეთრი სახლის ოფიციალური ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრანპი მის სამხრეთ კორეელ კოლეგას, მუნ ჯაე-ინს 22 მაისს შეხვდება და მასთან ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან გამართული შეხვედრის დეტალებს განიხილავს.

„22 მაისს, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, მუნ ჯაე-ინს უმასპინძლებს“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ მხარეები, კორეის სამიტის შემდეგ, კორეის ნახევარკუნძულზე განვითარებულ სიტუაციას მიმოიხილავენ.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 27 აპრილს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის სახელმწიფოების ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ და 68 წლის მანძილზე მიმდინარე კონფლიქტს წერტილი დაუსვეს. სამიტზე მხარეები მთელ რიგ საკითხებზე შთანხმდნენ და თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები