ჰავაიში უძლიერესი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა

ჰავაის კუნძულზე, ვულკან კილაუეას სიახლოვეს, უძლიერესი მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ბიძგები 6,9 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. რამდენიმე საათით ადრე კი იმავე ადგილას 5,4 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ლეილანი-ესტეისის დასახლებიდან 16 კილომეტრის მოშორებითაა, ხოლო ბიძგების კერა მიწიდან 5 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობს.

როგორც ცნობილია, გუშინ კუნძულზე ვულკანმა კილაუეამ გაიღვიძა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია. ვულკანის აქტივობას კი მაშინვე მოჰყვა მიწისქვეშა ბიძგები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები