ბრიტანეთში ზღვამ მომღერლის ცხედარი გამორიყა

ბრიტანელი ჯაზ მომღერლის, ჰანა ჰორტჰედის გვამი ბრიტანეთის სამხრეთ სანაპიროზე იპოვეს. როგორც ცნობილია, მომღერალი რამდენიმე დღით ადრე, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროდან უგზო-უკვლოდ დაიკარგა. გვამის პოვნის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail იტყობინება.

მომღერალი ოთხშაბათს დაიკარგა, ის სასტუმრო Grand Hotel-იდან ლონდონში მდებარე საკუთარ სახლში არ დაბრუნდა.

გარდაცვლილის ცხედარი ზღვის სანაპიროზე, კლდის ძირში აღმოაჩინეს. პოლიცია გვამის პოვნის ფაქტს ადასტურებს. გამოძიება მომხდართან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს.

ჰორტჰედი შოტლანდიის სამეფო კონსერვატორიის კურსდამთავრებულია. მის კონცერტებს „ალბერტ ჰოლში“ ძალიან ხშრად დედოფალი ელისაბედი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები