მექსიკაში გერმანელი ველომოგზაურის ცხედრის ნაწილები იპოვეს
მექსიკის შტატ ჩაპასის გენერალურმა პროკურორმა ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა, სავარაუდოდ, დაკარგული გერმანალი ველომოგზაურის, ჰალგერ ფრანც ჰაგენბუშის ცხედრის ნაწილები ოპოვეს. გერმანელი ტურისტი ჩაპასის შტატში აპრილის ბოლოს დაიკარგა. მისი ნათესავის განცხადებით, ის სან-კრისტობალ-დე-ლას-კასასიდან სიუდად-დელ-კარმენისკენ მიემართებოდა, თუმცა, როგორც გაირკვა, დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწია.
გენერალური პროკურორის, არტურო პაბლო ლიევანოს განცხადებით, გერმანელი ტურისტის ნეშტის ნარჩენები სან-კრისტობალ-დე-ლას-კასასის ტრასასთან მდებარე ღრმულში სამართალდამცველებმა აღმოაჩნეს. აღსანიშნავია, რომ გვამი სწორედ იმ ადგილას იპოვეს, სადაც რამდენიმე დღით ადრე, პოლონელი ველომოგზაურის ცხედარს მიაკვლიეს.
ამ ეტაპზე, ორივე ტურისტის გარდაცვალების მიზეზები დგინდება, პოლონეთისა და გერმანიის საელჩოებს კი მომხდარის შესახებ უკვე აცნობეს.