გია ხუხაშვილი „გირჩზე” – მათ შესახებ ნიუსებს, როგორც “დაბოლილი” ისე ვუყურებ

„მათ შესახებ ნიუსებს, როგორც “დაბოლილი” ისე ვუყურებ“, – ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი ორგანიზაცია „გირჩის“ ლიდერისა და წევრების მიმართ ბრალეულობის საკითხს, რომლებიც ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში არიან და სხდომის დაწყებას ელოდებიან.
როგორც გია ხუხაშვილი განმარტავს, ორგანიზაცია „გირჩი“ ქართული პოლიტიკის მსუბუქ ნარკოტიკად ჩამოყალიბდა და ამიტომ მათზე მომზადებულ ახალ ამბებს, როგორც „დაბოლილი“ ისე უყურებს.
ამასთან, ექსპერტი აცხადებს, რომ „გირჩის“ ირგვლივ მომზადებულ „ნიუსებს“ თავად სერიოზულად ვერ აღვიქვამს.
„გირჩიც დაიჭირეს, გირჩიჩიც და გირჩიჩიჩიც. მარადმწვანე ხეების საჩივრის საფუძველზე.
განვმარტავ, ვისაც გაგიკვირდათ ჩემი კომენტარი. გირჩი თვითონ ჩამოყალიბდა ქართული პოლიტიკის მსუბუქ ნარკოტიკად. ამიტომ, მეც მათ შესახებ ნიუსებს, როგორც «დაბოლილი» ისე ვუყურებ და სერიოზულად ვერ აღვიქვამ. მითუმეტეს, რომ ყველაფერი კარგად ექნებათ…“ – წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს. მოსამართლის წინაშე „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და ორგანიზაციის ორი წევრი, იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი წარსდგებიან.
მათ სსკ-ის 173-ე და 166-ე, მუხლი აქვთ წარდგენილი, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები