კიმ ჩენ ინი ბირთვული ობიექტების შემოწმებას დასთანხმდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოსთან შეხვედრისას, ბირთვული ობიექტების შემოწმების თაობაზე თანხმობა განაცხადა.
ადგილობრივი მედია-საშუალებების მიხედვით, კიმ ჩენ ინი მაიკლ პომპეოს დაპირდა, რომ ჩრდილოეთ კორეაში მდებარე ყველა ბირთვულ ობიექტზე წვდომას უზრუნველყოფს, რაც ქვეყნის ბირთვული იარაღისგან გაწმენდის ნების კიდევ ერთი დასტურია.
ჩრდილოეთ კორეული ტელევიზიები, უკვე რამდენიმე დღეა, ბირთვული პროგრამის შეწყვეტის თაობაზე სულ უფრო და უფრო ბევრს საუბრობენ, რა დროსაც, კიმ ჩენ ინის სიტყვებს ციტირებენ. მათი მტკიცებით, მაიკლ პომპეოს კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ „ექსპერტებს ყველა ბირთვული ობიექტის შემოწმების საშუალებას მისცემს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები