ნიკოლ ფაშინიანს პრემიერ-მინისტრობის პოსტზე კიდევ ერთხელ წარადგენენ

სომხეთის რადიკალური ოპოზიციის ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო კიდევ ერთხელ წარადგენს. ამის შესახებ, ჟურნალისტებს, ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკური პარტიის პრეს-მდივანმა განუცხადა.
გუშინ, სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ, სომხეთის რადიკალური ოპოზიციის ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის დანიშვნა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ვერ მოახერხა. ფაშინიანის კანდიდატურის სასარგებლოდ მხოლოდ 45-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო 53-მა მის დანიშვნაზე უარი განაცხადა.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ერთ კვირაში ქვეყნის პარლამენტი კიდევ ერთხელ შეეცდება პრემიერ-მინისტრის დანიშვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მოქმედებას შეწყვეტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები