მეჩეთის აფეთქებისას, ნიგერიაში 27 ადამიანი გარდაიცვალა

ნიგერიის სამხრეთ რეგიონში, მეჩეთის აფეთქებას, სულ მცირე 27 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი საავადმყოფოს წარმომადგენლის განცხადებთ, გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველ წუთს მატულობს.
აფეთქება ქალაქ მუბიში მოხდა, სადაც რადიკალი ისლამისტები მსგავს ტერორისტულ აქტებს ხშირად აწყობენ.
2009 წლიდან რეგიონში ისლამისტ ჯიჰადისტთა დაჯგუფება, სახელად „ბოკო ჰარამი“ გააქტიურდა. მათი თავდასხმებისა და ტერორისტული აქტების შედეგად, უკვე 30,000 ადამიანია გარდაცვლილი ქვეყანაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები