დონალდ ტრამპი შესაძლოა იერუსალიმში ჩავიდეს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დღეს განაცხადა, რომ შესაძლოა, ის იერუსალიმს ესტუმროს ამერიკის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადმოტანის საკითხთან დაკავშირებით.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თეთრ სახლში გამართული პრესკონფერენციის დროს განუცხადა.
საელჩოს გახსნა 14 მაისს იგეგმება. უწყება დროებით შენობაში განთავსდება მანამ, სანამ შესაბამისი ლოკაციის და ახალი შენობის აშენება არ მოხდება.
მანამდე კი, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნათანიაჰუმ Fox News-ის ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნა, რომ დიდი სიამოვნებით უმასპინძლებდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ისრაელის მიწაზე.