ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზებისა და აეროპორტის ბლოკირება დაიწყეს

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, ერევანში მდებარე „ზვარტნოცის“ აეროპორტის მუშაობის პარალიზება მოახდინეს. აეროპორტში არსებული სიტუაციის ამსახველი კადრები უკვე ვრცელდება სოციალური ქსელის საშუალებით.
გუშინ, რადიკალური ოპოზიციის ლიდერმა, მას შემდეგ, რაც მისი დამტკიცება პრემიერ-მინისტრის პოსტზე ვერ მოხერხდა, მომიტინგეებს გზების, ქუჩების და აეროპორტების ბლოკირებისკენ მოუწოდა.
ფაშინიანს პრემიერ-მინისტრობის პოსტზე, კიდევ ერთხელ, ერთი კვირის შემდეგ წარადგენენ. იმ შემთხვევაში, თუ მისი დამტკიცება ვერ მოხერხდება პოსტზე, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო ფუნქციონირებას შეწყვეტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები