ოდესაში ორმა კავკასიელმა ამერიკელი პასტორი აწამა, გაქურდა და მოკლა

ოდესაში ორი მამაკაცი დააკავეს, რომლებიც ამერიკელი პასტორის გაქურდვასა და მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილნი. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის ოდესის ოლქის წარმომადგენელმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც ირკვევა, აშშ-ის მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებულები კავკასიელები არიან, თუმცა არ ზუსტდება, – თუ რომელი რესპუბლიკის წარმომადგენლები. დაღუპული სასულიერო პირი კი, ერთ-ერთ ადგილობრივ ტაძარში მსახურობდა.
„სასულიერო პირი მის მიერ დაქირავებულ საცხოვრებელ სახლში იქნა ნაპოვნი, ოდესის მალინოვსკის რაიონში. მამაკაცი იყო დაბმული, სხეულზე კი წამების კვალი აღენიშნებოდა“-განაცხადა ოდესის პოლიციის წარმომადგენელმა. წინასწარი ინფორმაციით, დადგენილია, რომ პასტორს ძვირფასი ნივთები მოპარეს, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები