სირიის დასავლეთ რეგიონებში აქტიური სამხედრო მოქმედებები კვლავ განახლდა
სირიის დემოკრატიული ძალების მებრძოლებმა, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატებიც უჭერს მხარს, ბრძოლები კვლავ განაახლეს, ქვეყნის დასავლეთით დისლოცირებული ისლამური სახელმწიფოს რადიკალების წინააღმდეგ.
სირიის დემოკრატიულმა ძალებმა ბრძოლები მას შემდეგ შეაჩერეს, რაც თურქეთი აფრინის რეგიონში შეტევაზე გადავიდა.
სირიის დემოკრატიული ძალების წარმომადგენელი აცხადებს, რომ მათ ძალების გადაჯგუფება მოუწიათ და ბრძოლაში განახლებული შემართებით კვლავ ჩაებნენ. მებრძოლები იმედოვნებენ, რომ შეტევის შედეგად, ისლამური სახელმწიფოს მიერ ოკუპირებული რეგიონების გათავისუფლება მოხდება.
ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით, სირიის დემოკრატიული ძალები უკვე ერთი კვირაა, იერიშზე გადავიდნენ. პენტაგონში კი, რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ ისინი სულ მალე სირიის დემოკრატიული ძალებისგან გაორმაგებულ იერიშზე გადასვლას ელიან, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების წინააღმდეგ.