სან-პაულუს ცენტრში ცეცხლმოკიდებული მრავალსართულიანი შენობა ჩამოინგრა (ვიდეო)

ბრაზილიაში, სან-პაულუს ცენტრში მდებარე მრავალსართულიან შენობას, ცოტა ხნის წინ, ცეცხლი გაუჩნდა. პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, თუმცა თვითმხილველების განცხადებით, მაღალ სართულებზე მყოფმა ადამიანებმა შენობის დატოვება ვერ მოასწრეს.
ხანძრის დაწყებიდან გარკვეული დროის შემდეგ, კონსტრუქციამ ცეცხლის სიმძლავრეს ვერ გაუძლო და თითქმის სრულიად ჩამოიშალა.
შემთხვევის ადგილზე მაშველების მობილიზაცია შეიმჩნევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები