ერევანში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია იმართება

სომხეთის დედაქალაქში, რესპუბლიკის მოედანზე, მრავალრიცხოვანი მიტინგი იმართება. მოსახლეობა რადიკალური ოპოზიციის ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის მხარდასაჭერადაა შეკრებილი მოედანზე, რომელიც დღეს, შესაძლოა, სომხეთის პრემიერ-მინისტრი გახდეს.
დღეს, სომხეთის პარლამენტში კენჭს უყრიან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს. არსებული ინფორმაციით, ამ პოსტზე ნიკოლ ფაშინიანი ერთადერთი პრეტედენტია. სავარაუდოდ, კენჭისყრის პროცესი ქვეყნის ნაციონალური ასამბლეის შენობაში უკვე მიმდინარეობს.
ერევნის ცენტრში მდებარე რესპუბლიკის მოედანი თითქმის სრულიად სავსეა. მოქალაქეების უმეტესობას ეროვნული დროშის ფერების შესაფერისი ბუშტები უჭირავს ხელში.
ადგილზე ასევე მობილიზებულია პოლიცია. ყველა ერთად კი, ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევას ელის.
უკვე ერთი კვირაა, რაც სომხეთს პრემიერ-მინისტრი აღარ ყავს. სერჟ სარგსიანი 11-დღიანი მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად გადადგა. მის შემცვლელად კი, რადიკალური ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი სახელდება. ბოლო დღეებში, მომიტინგეებმა სწორედ ეს მოთხოვნა გააჟღერეს საპროტესტო აქციებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები