ისრაელის მტკიცებით, ირანს კვლავ აქვს საიდუმლო ბირთვული პროგრამა
“არსებობს მტკიცებულებები, რომ ირანს ჩრდილოვანი ბირთვული პროგრამა გააჩნია”, – ამის შესახებ გუშინ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ განაცხადა. მან ამერიკის შეერთებულ შტატებს, ირანთან 2015 წელს დადებული ბირთვული შეთანხმების გადახედვისკენ, კიდევ ერთხელ მოუწოდა.
ამის შემდეგ კი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკლ პომპეომ განაცხადა, რომ ირანმა თავისი ხალხი და მთელი მსოფლიო მოატყუა ჩრდილოვანი ბირთვული პროგრამის ამუშავებით, რომელსაც „ამადის პროექტი“ ეწოდება. მაიკლ პომპეომ უფრო დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებაზე და არსებულ სამხილებზე საუბარი არ ისურვა.
მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ წლების მანძილზე ირანი ამერიკას და სხვა ლიდერ ქვეყნებს ბირთვული პროგრამის უამრავ ფაილს უმალავდა, რის შესახებაც ახლახან გახდა ცნობილი.